თეგებით ძიება

„საქართველოსთან მატჩისთვის ძალიან მოტივირებული ვართ“ - თურქეთის ნაკრების წევრი

თურქეთის ნაკრების ფეხბურთელმა მერტ მიულდუმა იტალიასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე მისი გუნდის პირველ მეტოქესთან, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან გასამართ მატჩზე ისაუბრა.

მისი თქმით, თურქეთის ნაკრები მოტივირებულია, რომ ტურნირზე ასპარეზობა კარგად დაიწყოს. 

„პირველი მატჩი საქართველოსთან გვექნება. ძალიან მოტივირებული ვართ. გვინდა, მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ტურნირი კარგად დავიწყოთ“, - ამბობს თურქი ფეხბურთელი.

ცნობისთვის, იტალიასთან შეხვედრის დროს თურქეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ოზან კაბაკმა მძიმე ტრავმა მიიღო და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მანამდე, თურქებს ტრავმების გამო ჩაღლარ სოიონჯუ და ენეს იუნალი გამოაკლდათ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, დორტმუნდში, სწორედ თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა