„გაუგებარია, რა ენაზე იგინებოდა, რადგან ქართული ენა საერთოდ არ იცის “ - სასამართლო აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქის საქმეს განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქის საქმე განიხილება. ბრაიან ბინგემს, რომელიც სპეცრაზმმა დაკავების დროს სცემა, სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან, თუმცა ადვოკატის თქმით, ბინგემმა ქართული საერთოდ არ იცის.
დღეს განიხილავს ამერიკის მოქალაქის, ბრაიან ბინგემის საქმეს, რომელიც დააკავეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ოფიციალურად ოქმში უწერია დაკავების მიზეზი, რომ იგი იგინებოდა, ილანძღებოდა და გაუგებარია, რა ენაზე იგინებოდა, რადგან ქართული ენა საერთოდ არ იცის. ჩამოსული იყო ტურისტად და უკვე დატოვა საქართველო. ბრაიან ბინგემი არის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. იგი სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დააკავეს და მის მიმართ გამოიყენეს ძალა", - ამბობს ადვოკატი.
"პირველების“ ინფორმაციით ამერიკის მოქალაქემ საქართველო სასამართლო პროცესების განხილვამდე დატოვა, რადგან ადგილი ჰქონდა შევიწროების არაერთ ფაქტს.