თეგებით ძიება
05. 06. 2024 მსოფლიო

„მე მას ვპატიობ, საკუთარ თავში გაერკვიოს, რა გააკეთა და რატომ” - რობერტ ფიცო თავდამსხმელს არ უჩივის

„მე მას ვპატიობ, საკუთარ თავში გაერკვიოს, რა გააკეთა და რატომ” - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო გამოჯანმრთელების შემდეგ პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს და მასზე თავდამსხმელზე საუბრობს.  

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ფიცო აცხადებს, რომ თავდამსხმელი სლოვაკეთის ოპოზიციონერი აქტივისტია.

მისივე თქმით, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მკურნალობას სახლში აგრძელებს.

„ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წავა, ეტაპობრივად, მე შევძლებ დავუბრუნდე სამსახურს ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში”, – ამბობს ფიცო.

როგორც სლოვაკეთის პრემიერი ამბობს, ის არანაირ სიძულვილს არ განიცდის თავდამსხმელის მიმართ, არ აპირებს სასამართლოში ჩივილს და კომპენსაციის მოთხოვნას.

„მე მას ვპატიობ, საკუთარ თავში გაერკვიოს, რა გააკეთა და რატომ”, -განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

59 წლის რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. სლოვაკეთის პრემიერს ოთხჯერ ესროლეს. თავდამსხმელი, 71 წლის იურაი ცინტულა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა