თეგებით ძიება

ნატალია საბანაძემ ჩემს მიმართ მიმდინარე უსამართლობა გაამართლა - მიხეილ სააკაშვილი

ნატალია საბანაძემ სცადა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობის გამართლება, თუმცა კონგრესმენ სტივ კოენისგან მიიღო ღირსეული პასუხი ჩემი უფლებების დარღვევაზე და პოლიტიკურ პატიმრობაზე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

„გუშინ ამერიკის კონგრესში რამდენიმე კონგრესმენმა დამიჭირა მხარი. ასევე ძალიან ობიექტური იყო ელჩი უილიამ კორტნიც. და ვინ გაამართლა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობა?

იმავე ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ივანიშვილის პოლიტიკას იქამდე, ვიდრე პრემიერ გახარიასთან ასოცირების გამო, არ გაუშვეს ელჩობიდან - ნატალია საბანაძემ.

უფრო სწორედ, მან სცადა გამართლება, თუმცა კონგრესმენ სტივ კოენის მხრიდან მიიღო კიდევაც ღირსეული პასუხი, ჩემი უფლებების დარღვევაზე და პოლიტიკურ პატიმრობაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა