ვლადიმირ პუტინმა საჯარო ღონისძიებებზე ჯავშანჟილეტის ტარება დაიწყო - The Moscow Times
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სპეცსამსახურების რეკომენდაციით, საჯარო ღონისძიებებზე ჯავშანჟილეტის ტარება დაიწყო. ინფორმაციას The Moscow Times ორ რუს ოფიციალურ პირზე და კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც წყარომ გამოცემას უთხრა, პუტინმა ღია სივრცეში ჯავშანჟილეტის ტარება ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო. მისი თქმით, შესაბამისი რეკომენდაცია რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურმა (СБП) გასცა.
ამასთან, The Moscow Times-ის მოთხოვნით, ბრიტანელმა უსაფრთხოების კონსულტანტმა, ჯეიდ მილერმა პუტინის 2024 წლის 9 მაისის აღლუმზე გამოსვლის ვიდეოკადრები და დაასკვნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ნამდვილად ეცვა.
წყაარო: ტაბულა