თეგებით ძიება

"საკითხი დახურულია, არანაირი ერთიანი სია არ იქნება“ - გიგა ბოკერია (ვიდეო)

"საკითხი დახურულია, არანაირი ერთიანი სია არ იქნება - ეგ იქნება საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის" -  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გააცხადა. 

ერთიანი სიის საკითხი დახურულია, არანაირი ერთიანი სია. პარტიების უმრავლესობამ სწორად თქვა, რომ ეგ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარი იქნება, ადამიანებს არჩევანი შეეზღუდებათ. დასავლეთი რუსეთისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ევროპის შიგნით ბევრი არჩევანია. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „ადეპტები“ იმეორებენ იმას, რაც ივანიშვილის პროპაგანდას სურს - უნდათ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეერწყას ყველა, რათა ამომრჩევლის რაღაც ნაწილმა თქვას, რომ მათ არ უნდათ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ არც მეორე მხარე უნდათ. მე ვამბობ იმას, რაც სწორი მგონია - განაცხადა ბოკერიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა