თეგებით ძიება

"ოცნება" სიგიჟის სპირალშია შესული, დასავლეთს პარტნიორად საერთოდ არ განიხილავს- ზურა ჯაფარიძე

"ქართული ოცნება" სიგიჟის სპირალშია შესული - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

სინამდვილეში რა ხდება, ამ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, ამ ქვეყანაში არ ტარდება ნორმალური არჩევნები, კორუფციამ წალეკა ყველაფერი - ამ ყველაფერზე ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ცხადია, დაფინანსებას იღებენ ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან. ეს პრობლემაა "ქართული ოცნებისთვის", მათ არ უნდათ სასამართლოს დათმობა, ნორმალური არჩევნების ჩატარება, უნდათ ფული ისევ მოიპარონ. ამას პირდაპირ ვერ ამბობენ, ამიტომ სჭირდებათ კონსპირაციების, რაღაც გიჟური  კონსპირაციების მოგონება, რომ დასავლური ინსტიტუტები აქ საქართველოში თურმე რევოლუციას აფინანსებს"- აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" დასავლეთს პარტნიორად აღარ განიხილავს და ამის დემონსტრირებას ღიად ახდენს. 

ჯაფარიძემა მის დამადასტურებლად ბოლო ინფორმაცია მოიყვანა, როცა კობახიძემ მადლობა გადაუხადა ჩინეთს, რომელმაც დევნილებზე გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და ერთი სიტყვა არ დასცდენია იმ ქვეყნებზე, რომლებიც საქართველოს ტეროიტორიულ მთლიანობას ურყევად უჭერენ მხარს და რეზოლუციასაც დაუჭირეს მხარი. 

"ქართულ ოცნებას" ქვეყანა სრულ იზოლაციამდე მიჰყავს, მათი გეგმა ასეთია, რომ ბოლომდე ჩაგვხსნან დასავლეთისგან, საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნიდან გაუშვან, რის შემდეგაც, მესამე სექტორს მიადგებიან, როგორც ეს მოხდა რუსეთში. ამას შემდეგ კრიტიკული მედიის ჩახშობა მოჰყვება. შემდეგია რეალური ოპოზიციის გაქრობა"- თქვა ჯაფარიძემ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა