თბილისში 2 პირის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ახალი დეტალები
თბილისში 2 პირის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
მკვლელობაში ბრალდებული მოკლულების მეზობელი იყო და მათ შორის შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც მკვლელობით დასრულდა.