"არ შეიძლება ასე გაწირო ადამიანი, რომელსაც არ იცნობ...“ - ეკა მჟავანაძე მის გარშემო ატეხილ აჯიოტაჟზე
მსახიობი ეკა მჟავანაძე გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მისი ყველასთვის ცნობილი ცეკვის და მის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟის შესახებ საუბრობს.
ეკას თქმით, ცეკვის ვიდეოზე ბევრი არასასიამოვნო კომენტარი დაიწერა, რის გამოც გაღიზიანდა.
მსახიობი აღნიშნავს, რომ შეიძლება რაიმე არ მოგწონდეს, თუმცა საშინელებების დაწერისგან თავი შეიკავო.
,,ცუდად არის გადაღებული, კამერა ძალიან მგრძნობიარეა და ყველა დეტალს აჩენს, წონაც გემატება. მთელი ჩემი ცეკვის შინაარსი იყო ის, რომ მე ჩემს ჭარბ წონას დავცინოდი ასეთი მოძრაობებით. ერთად არიან კლასელები, სვამენ, მხიარულობენ, მაიმუნობენ. ვიდეოც არ მომეწონა, დაბლიდან არის გადაღებული. გავღიზიანდი, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. შემდეგ რომ აღარ დამთავრდა და კომენტარები დაიწერა, ცოტა არ მესიამოვნა.
ჩემს უკან დგას ჩემი მეუღლე, ორი შვილი. შეიძლება არც მითხრან არაფერი და არ გამიტეხონ გული, ცეცხლზე ნავთი არ დაასხან, მაგრამ არ არის სასიამოვნო. არ შეიძლება ასე გაწირო ადამიანი, რომელსაც არ იცნობ. არაფერი არაფერი გახდა, გაუფასურდა. შეიძლება არ მოგწონს, მაგრამ ნუ დაწერ ამ საშინელებებს. თეატრია, სპექტაკლია და შეიძლება ბევრნაირი სცენა იყოს. თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ აღარ დამთავრდა”, – ამბობს ეკა მჟავანაძე.