საქართველოში ბოლო სამ დღეში ოთხი მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი ყველაზე ხშირად?
საქართველოში, ბოლო სამ დღეში, ოთხი მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ხშირად, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭა იყო.
პირველი მიწისძვრა, 3 ივნისს, ქალაქ ონში, სოფელ ირში დაფიქსირდა, სიმძალვრემ 5.3 მაგნიტუდა შეადგინა.
მეორე მიწისძვრაც ქალაქ ონში, სოფელ ირში დაფიქსირდა. სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა.
მესამე მიწისძვრა, ქალაქ დმანისში, სოფელ მამიშლარში დაფიქსირდა და 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.
მეოთხე მიწისძვრა კი, კვლავ ქალაქ ონში, სოფელ ირში დაფიქსირდა, სიმძალვრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.