თეგებით ძიება
06. 06. 2024 ვიდეო

"ბავშვი მეუბნება, რომ აღარ უნდა სკოლაში სწავლა, რადგან ყოველდღე შეურაცხყოფას აყენებს" - რას ჰყვება მშობელი სკოლის დირექტორზე? (ვიდეო)

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მშობელი მოსწავლის მიმართ ბულინგში სდებს ბრალს. მეექვსე კლასის მოსწავლის დედა, ლელა ვერძაძე "მთავართან" ინტერვიუში ამბობს, რომ სკოლის დირექტორი, რომელიც პარალელურად მათემატიკის მასწავლებელია, მოსწავლეს გამუდმებით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. 

დედა ამბობს, რომ იძულებული გახდა ბავშვი სხვა სკოლაში გადაეყვანა. ოჯახმა საჩივრით უკვე მიმართა აჭარის განათლების მინისტრს.

"სკოლის დირექტორმა, დამრიგებელთან ერთად კლასელების წინაშე განიხილა, რომ ბავშვის და მისი ერთად მუშაობა იქნებოდა შეუძლებელი. თვითონ ბავშვს აღარ აქვს სურვილი იმ სკოლაში ისწავლოს, რადგან მეუბნება, რომ დედა მე მრცხვენია ბავშვების წინაშე, ყოველ დღე შეურაცხყოფას მაყენებს, მე თავს დაჩაგრულად ვგრძნობ, მეშინია იმის ყოველ დღე რა შეიძლება მაკადროს მასწავლებელმა", - ყვება მშობელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა