თეგებით ძიება

აპრილში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.5 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 10.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 37.0 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 7.21 და 2.72 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 16.9 პროცენტით“, – აცხადებენ საქსტატში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა