ჯორჯიის შტატის სააპელაციო სასამართლომ ტრამპის საქმის განხილვა ოქტომბრამდე გადადო
ჯორჯიის შტატის სააპელაციო სასამართლომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2020 წლის შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე მორიგი განხილვა ოქტომბრამდე გადადო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა მას შემდეგ განახლდება, რაც კოლეგია დაადგენს, საჭიროა თუ არა ფულტონის ოლქის პროკურორის, ფანი უილისის დისკვალიფიცირება.
ტრამპის ადვოკატების მტკიცებით, ფანი უილისი, რომელმაც ტრამპის მიმართ გამოძიება დაიწყო და მისი ჩატარება სპეცპროკურ ნეიტან უეიდს დაავალა, მასთან რომანტიკულ ურთიერთობებში იმყოფება, რაც ინტერესთა კონფლიქტს ნიშნავს.
მომდევნო სხდომა 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოიტანს.
როგორც CNN-ი წერს, ჯორჯიის შტატის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „ტრამპისთვის დიდ გამარჯვებას წარმოადგენს, ვინაიდან მას სურს, ყველა საქმის განხილვა 2025 წლამდე გადაიდოს“.
ტრამპთან ერთად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის საქმეში კიდევ 18 ადამიანი ფიგურირებს.