თეგებით ძიება

საფრანგეთში მიღებული კანონი არის მტრების წინააღმდეგ, საქართველოში მიღებული კანონი არის მოყვარეების წინააღმდეგ - გრიგოლ გეგელია

საფრანგეთში, უცხოური ჩარევების წინააღმდეგ მიღებულ კანონს, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. მმართველი გუნდში ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ, ხოლო მათ ოპონენტებს განსხვავებული აზრი აქვთ.

პარტიის “ლელო საქართველოსთვის“ საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საფრანგეთში მიღებული კანონი რეალური მტრების, ხოლო საქართველოში ამოქმედებული კანონი მოყვარეების წინააღმდეგ არის მიმართული.

"საფრანგეთში მიღებული კანონი არის მტრების წინააღმდეგ, საქართველოში მიღებული კანონი არის მოყვარეების წინააღმდეგ.

საფრანგეთში მიღებული კანონი არის რეალური საფრთხის წინააღმდეგ, საქართველოში მიღებული კანონი არის, რეალურად, იმ მხარის გასახარად, ვინც წარმოადგენს ერთადერთ, მთავარ საფრთხეს. საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომელიც მას აზღვევს რეალური საფრთხეებისგან და საფრთხის შემცველი რეალური გავლენებისგან“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბექა ლულუაშვილის განცხადებით, როდესაც საფრანგეთისა და საქართველოს კანონებს ერთ კონტექსტში განიხილავენ, ეს ან მიზანმიმართული მავნებლობაა, ან არაპროფესიონალიზმი, რადგან ეს კანონები, თავის შინაარსითა და მიზნებით, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება.

“საფრანგეთის კანონის მაგალითად გამოყენება არის მიზანმიმართული მავნებლობა, ან აბსოლუტური არაპროფესიონალიზმი იმიტომ, რომ ეს კანონი სხვა მიზნების და სხვა შინაარსის მქონე კანონია, უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბექა ლულუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა