თეგებით ძიება

დევდორაკის ხეობაში, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, მუშაობა განაახლა სასაზღვრო გამშვებმა პუნქტმაც - შსს

შსს-ს ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალი".

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება. 

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ხეობაში ამ დროისათვის  საფრთხის დონე მინიმალურია და წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, შესაბამისად გზის გახსნის რეკომენდაციაც გასცეს, თუმცა ადგილზე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან სპეციალისტები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დღეს დილით შევიდა.

ინფორმაციის საფუძველზე სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ დაუყოვნებლივ მოხდა იქ მყოფი ყველა პირის ევაკუაცია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა