თეგებით ძიება

ჩვენი მიზანია საქართველოს ტრადიციების, სარწმუნოების, ოჯახური ღირებულებების, ასევე ახალგაზრდების დაცვა მავნე ზეგავლენისგან - სოზარ სუბარი

„კანონმდებლობა, რომლის მიღებასაც ვგეგმავთ არის გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს ამერიკის ბევრ შტატში, მაგალითად ფლორიდაში. ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს პოლონეთში და უნგრეთში,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით ხელისუფლებას სურს დაიცვას ქვეყნის ტრადიციები, სარწმუნოება და ახალგაზრდები მავნე ზეგავლენისგან.

„კანონმდებლობა, რომლის მიღებასაც ვგეგმავთ არის გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს ამერიკის ბევრ შტატში, მაგალითად ფლორიდაში. ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს პოლონეთში და უნგრეთში.

ჩვენი მიზანია საქართველოს ტრადიციების, სარწმუნოების, ოჯახური ღირებულებების, ასევე ახალგაზრდების დაცვა მავნე ზეგავლენისგან და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ვინმეს ცხოვრებაში ჩარევას. ეს კარგად იცის ოპოზიციამ და ამიტომ პერიოდულად ამბობენ, რომ დებულებები, რომელიც ჩაწერილია კანონში მიესალმებიან, მაგრამ მხარდაჭერაზე თავს იკავებენ. სავარაუდოდ დასავლეთიდან უფროსების ბრძანებას ელოდებიან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა