თეგებით ძიება

სახეზეა აზრის გამოხატვის და პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნა.. ვითხოვთ გამოძიების დაწყებას - ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ახლახანს მივმართეთ სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service-ს პარტიის წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის შემცველ ზარებზე და სხვა დანაშაულის ფაქტებზე სათანადო რეაგირების მოთხოვნით. კერძოდ:

1. ვითხოვთ გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (დევნა), ვინაიდან სახეზეა აზრის გამოხატვის და პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნა. ყველა, ვის მიმართაც დანაშაულია ჩადენილი, რუსულ კანონს აპროტესტებდა და ხელისუფლების კრიტიკოსია.  

2. ვითხოვთ კომპლექსურ მიდგომას, ვინაიდან დანაშაული სისტემურია და ორგანიზებულია ხელისუფლების მხრიდან. გარდა იმისა, რომ შეუძლებელია ადამიანების ასე შერჩევა, ამ გეოლოკაციით ზარების განხორციელება და ზოგადად ამ მასშტაბის დანაშაულის ადმინისტრირება სახელმწიფო უწყებების (მეტწილად ძალოვნების) დახმარების გარეშე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ აღიარეს, რომ დანაშაულის უკან ისინი დგანან.

3. ვითხოვთ, არ დაგვიბარონ ე.წ. პრე-საქმის, წინასაგამოძიებო მოკვლევის ფარგლებში, რაც უკანონოა და ამასთან, წარდგენილი განცხადება, თანდართული მტკიცებულებებით, გამოძიების დაწყების საფუძველს ქმნის. დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება კი უწყების ვალდებულებაა და არა დისკრეცია. 

4. გამოვთქვით მზადყოფნა ოფიციალურად დაწყებული გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობაზე. 

დაველოდებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური ისევე მყისიერად მოახდენს თუ არა რეაგირებას, როგორც ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ ხელისუფლების ჩივილზე რეაგირებს. 

გამოძიების დაწყებაზე უარის არც ერთი საფუძველი არ არსებობს -წერს ნათია მეზვრიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა