თეგებით ძიება

„კორონავირუსის სტატისტიკა გასაიდუმლოებულია, სადეპუტატო კითხვაზეც კი არ მოგვაწოდეს ინფორმაცია“ - რას წერს რომან გოცირიძე?

ამ მთავრობის სინდისზეა ის, რომ პანდემიის პერიოდი საქართველომ ყველაზე მძიმედ გადაიტანა - პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი სოციარ ქსელში საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელებისა და პრობლემის მიმართ მთავრობის გულგრილი დამოკიდებულების შესახებ წერს:

“რა დროს გრიპია, ზაფხულია”-ასეთია პირველი რეაქცია, როცა ახლობლები იგებენ, რომ გრიპი შემეყარა. მხოლოდ გუშინ მოვკარი თვალი მედიაში ექიმის კომენტარს, რომ გრიპის ვირუსი მასობრივადაა გავრცელებული. სადაა ამ დროს ჯანდაცვის სამინისტრო? სწორი და დროული ინფორმაციის არსებობისას ადამიანები უკეთ დაიცავენ თავს, პირბადეს მაინც გაიკეთებენ ტრანსპორტში. ან რატომ არ აძლევენ  მითითებას სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, რომ პირბადე  თუნდაც მეტროში ატაროს ხალხმა?

“კორონაზე დავიტესტე, არ აღმომაჩნდა”-როცა ამას ვამბობ, აქაც მსგავსი რეაქციაა: “რა დროს კორონაა, იგი  ხომ მორჩა”? არც კორონა წასულა არსად და არც გრიპი. ნახევარი წლის წინ კორონავირუსმა პარლამენტში ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის თანამშრომლის ბებია შეიწირა ისე, რომ კორონაზე ხსენებაც არაა მისი გარდაცვალების მიზეზში. “ფილტვების უკმარუსობით” გარდაიცვალა, ასეთია ოფიციალური ვერსია, არა და მანამდე კორონავირუსი ჰქონდა. კორონავირუსის სტატისტიკა  ფაქტობრივად გასაიდუმლოებულია, სადეპუტატო კითხვაზეც  კი არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, წელიწადში ერთხელ გამოქვეყნდება, სხვა დაავადებათა მსგავსადო. 

პანდემიის  დროს მთავრობას დანაშაულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა. ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას ერიდებოდა პოლიტიკური მოსაზრებით. ახლაც ასეა, მით უმეტეს, წინასაარჩევნო წელიწადს. 

ამ მთავრობის სინდისზეა ის, რომ პანდემიის პერიოდი საქართველომ ყველაზე მძიმედ გადაიტანა, 17 200 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელია მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით. 

რაც შეეხება ჩემს გრიპს, საშუალო სიმძიმით მიდის. ამბობენ, აცრის გამოო. ზუსტად 25 წელია, რაც კი გრიპის ვაქცინა შემოვიდა საქართველოში და ერთი წელიც კი არ გამომიტოვებია. ეს, ჩვენი ანტივაქსერების საყურადღებოდ - წერს რომან გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა