თეგებით ძიება

„არასდროს ვისაუბრებ საჯაროდ ამ თემაზე. გადაშლილი ფურცელია..“ - გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკაზე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

ზუსტად ერთი წლის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავასრულე გიჟური შეთანხმებების ციკლი ათობით ფინანსურ პარტნიორთან, რომლის მიხედვითაც ეს ორგანიზაცია განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე უნდა გადასულიყო. მათ შორის ჩემი მთავარი ნატვრაც იყო - ლეგენდარული პირველი კორპუსის სრული განახლება. თითქმის ყოველდღე მეკითხება ხანაც ჟურნალისტი, ხანაც რომელიმე მოქალაქე ბიბლიოთეკის შესახებ. მე არაფერს ვპასუხობ. არც არასდროს ვისაუბრებ საჯაროდ ამ თემაზე. გადაშლილი ფურცელია. თუმცა იმ ფურცელზე დარჩნენ ადამიანები, რომელთაც არასდროს შევუქმნი  დისკომფორტს, თუნდაც ირიბს. დარჩა ჩემი წარსულის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც პატივს ვცემ.

დანარჩენი არჩევანის ამბავია.

რაც შეეხება იმ პერიოდის შეთანხმებებს ბიზნესთან:

ჩემი მთავარი საბიბლიოთეკო ოცნება - პირველი კორპუსის რეაბილიტაცია, მაჩაბლის სამკითხველო დარბაზი - 

სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company 

დამწერლობის მუზეუმი - საქართველოს ბანკი • Bank of Georgia 

ციფრული ფოტომატიანე - Coca-Cola 

ემიგრაციის მუზეუმი - Sarajishvili 

წიგნის მუზეუმი - ბეჟუაშვილის განათლების ფონდი

ფოლკლორის მუზეუმი - ფონდი ,,ქართული გალობა"

ელექტრონული სამკითხველო დარბაზი - ,,ლიბერთი ბანკი"

სოფლის ბიბლიოთეკების განახლება, საგანმანათლებო მოძრაობა ,,ეკვილიბრიუმი" - Gulf Georgia 

ბიბლიოთეკები ოკუპაციის გამყოფ ხაზთან - საქართველოს ფოსტა / Georgian Post 

სკვერის ბიბლიოთეკები, წიგნის ბუდეები - Arveladze Foundation - ფონდი არველაძე Shota Arveladze Achi Arveladze 

ბიბლიოთეკები ციხეებში - Biblusi • ბიბლუსი  და იუსტიციის სამინისტრო

ქართული ბიბლიოთეკები საზღვარგარეთ - TBC - თიბისი 

ცისფერყანწელების ბაღი (ქუთაისი) - Gardenia shevardnadze 

ნიკო კვარაცხელიას სახელობის გემი-სამკითხველო (განმუხური) - ნიკო კვარაცხელიას ფონდი.

ჰრინვეკსის ხელოვნების დარბაზი - პოლონეთის საელჩო

იტალიური სამკითხველო - დანტეს ფონდი

ფრანგული სამკითხველო - Silk-ჯგუფი

დიმიტრი უზნაძის სახელობის მენტალური ჯანმრთელობის კაბინეტი -   SEED Georgia 

ახალგაზრდული სამკითხველო - Mastercard 

დამოუკიდებლობის დარბაზი - BlueTabla • ბლუტაბლა 

მიუსაფარი ცხოველების დაცვა - ,,Animal Rescue Gerogia" - ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი  თათები • Tatebi 

მარტოკაცების ბიბლიოთეკა და მთის ბიბლიოთეკა - ,,მთის ამბები"

ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-რადიო - "შუხმანი" - წერს გიორგი კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა