ვინც ქართველი დევნილების დაბრუნებას მხარს უჭერს, იმას რეჟიმი მტრად აცხადებს, ვინც არ უჭერს - იმას სტრატეგიულ პარტნიორად - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
კარგად უნდა ჰქონდეს ყველას გააზრებული, რომ ვინც 300k ქართველი დევნილის დაბრუნებას მხარს უჭერს, იმას რეჟიმი მტრად აცხადებს და მათგან იზოლაციას ახდენს.
ვინც არ უჭერს - იმას სტრატეგიულ პარტნიორად.
ვინც ქართველი დევნილების დაბრუნებას მხარს უჭერს, ის რეჟიმთან დაპირისპირებულია.
ვინც ქართველების გენოციდი ჩაიდინა და ეს ხალხი დევნილად აქცია - რუსეთის ფედერაცია - რეჟიმს აქებს და მხარდაჭერას უცხადებს.
(გაეროს რეზოლუციები ნახეთ და იხილავთ, რომ ყველა მტრადაა შერაცხული ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დევნილების შინ დაბრუნებას მხარს უჭერს).
რეჟიმის ცვლილება must - ია - წერს ჩერგოლეიშვილი.