თეგებით ძიება
06. 06. 2024 მსოფლიო

რუსეთი უკრაინის საზღვრებთან არ გაჩერდება, ის ასევე საფრთხეა საქართველოსთვის, მოლდოვისა და, საბოლოოდ, ნატო-სთვისაც - ბორის პისტორიუსი

რუსეთი უკრაინის საზღვრებთან არ გაჩერდება, რუსეთი ასევე არის საფრთხე საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და, საბოლოოდ, ნატო-სთვისაც, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ომის ეკონომიკაზე გადავიდა და აგრძელებს შეიარაღებას.

„ჩვენ არ უნდა დავიჯეროთ, რომ პუტინი უკრაინის საზღვრებთან გაჩერდება. რუსეთი არის საფრთხე საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და, საბოლოოდ, ნატო-სთვისაც. სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენი დახმარების ჩამოშლას კატასტროფული შედეგები ექნება არამხოლოდ უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის. რუსეთის გამარჯვება ჩვენ, ყველას, უფრო მეტი დაგვიჯდება, ვიდრე დღეს უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა