საქართველოში, სადაც საშუალო ხელფასი ხუთჯერ დაბალია, პენსია ათჯერ დაბალი - ფასს ორმაგს ადებენ - რა ფოტოს აქვეყნებს გურამ შეროზია?
ვააჰ, ეს რა განუკითხაობაა, როგორ არ გავბრაზდე?! - ბლოგერი გურამ შეროზია ევროპულ პროდუქციაზე უზომოდ გაზრდილი ფასების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
ამ სიღორეზე ისე ვბრაზდები, ისე…
29 ევრო არის 85 ლარამდე, ანუ ასე ღირს ესპანეთში, თუ საბერძნეთში. და საქართველო, სადაც საშუალო ხელფასი ხუთჯერ დაბალია, თუ მეტჯეტ არა, პენსია ათჯერ დაბალი - ფასს ორმაგს ადებენ. ანუ პირიქით, იქ რაც ღირს იმაზე დაბალი უნდა იყოს აქ, ყვრლანაირი ლოგიკით, დაწყებული იჯარიდან, დამთავრებული გადასახადებით, თუ კონსულტანტების ხელფასებით - ყველაფერი ბევრად უფრო დაბალია აქ, ვიდრე ესპანეთში, ანუ ხარჯი ბევრად დაბალი
აქვს მაღაზიას!
ვერ ვხსნი ლოგიკას, ესაა ზარა, იგივეა ფულ ენდ ბეარში და ამავე ჰოლდინგის სხვა კომპანიებში, არავინ აღარ უნდა ვიყიდოთ აქ და ყველამ თურქეთის, ან საბერძნეთის ზარადან გამოვიწეროთ და მერე მიხვდებიან, რომ აქ *** არავინ არ არის.
ვააჰ, ეს რა განუკითხაობაა, როგორ არ გავბრაზდე?!