თეგებით ძიება
06. 06. 2024 მსოფლიო

ალა პუგაჩოვას "რუსული სცენის დედოფლის" წოდება უნდა ჩამოართვან

რუ­სეთ­ში გადაწყვიტეს, ცნო­ბი­ლ მომ­ღერა­ლს, ალა პუ­გა­ჩო­ვას, რო­მელ­მაც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ კრემ­ლის რე­ჟი­მი დაგ­მო და ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და, "რუ­სუ­ლი სცე­ნის დე­დოფ­ლის" წო­დე­ბა ჩამოართვან.

პე­ტერ­ბურ­გში გა­მარ­თულ ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე გა­და­წყვი­ტეს, რომ პრი­მა­დო­ნას ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცია არ აძ­ლევს მას პოპ დე­დოფ­ლის სტა­ტუ­სის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბას. რუ­სე­ბის აზ­რით, ამ ტი­ტულს ცნო­ბი­ლი პუ­ტი­ნის­ტი ლუბა უს­პენ­სკა­ია იმ­სა­ხუ­რებს.

სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმს, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვე­ბიც ეს­წრე­ბი­ან.

„უს­პენ­სკა­ია იმ­დე­ნად დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს მა­ყუ­რე­ბელ­ზე, რომ მან თა­ვი­სუფ­ლად შეც­ვა­ლა პუ­გა­ჩო­ვა და ის ახლა სცე­ნის დე­დო­ფა­ლია“, - წე­რენ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი.

თა­ვად პუ­გა­ჩო­ვა ამ ამ­ბავს ჯერ არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის გულ­გრი­ლია ამ ამ­ბის მი­მართ, რად­გან მომ­ღე­რა­ლი არც რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბას და არც აგ­რე­სორ ქვე­ყა­ნა­ში გას­ტროლს გეგ­მავს.

წყარო: ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა