ქვეითი, რომელსაც თელავში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა
მამაკაცი, რომელსაც თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ჰოსპიტლის დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.
„დაშავებულის კლინიკაში შემოყვანიდან ძალიან მალე დაფიქსირდა გარდაცვალება. მხოლოდ პირველადი დახმარების გაწევა შევძელით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა." - განაცხადა ჭონიაშვილმა.
შეგახსენებთ, შემთხვევა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ, იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა.