თეგებით ძიება

"გონს მოეგეთ, ქვეყანას ღუპავენ, გღუპავენ თქვენ და თქვენს შვილებს… ჩამოშორდით ივანიშვილს და "ოცნებას" - ნიკა გვარამია

"გონს მოეგეთ, ქვეყანას ღუპავენ, გღუპავენ თქვენ და თქვენს შვილებს… ჩამოშორდით ივანიშვილს და "ოცნებას", - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" განაცხადა.

"აშშ-ის მიერ პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის დასანქცირება, რაც მე მახსენედება, ეს არის ჰამასი... "ქართულ ოცნებას" ვულოცავ, რომ ჰამასის კატეგორიაში გადავიდა. დასანქცირდნენ ისინი ვინც არბევენ მიტინგებს ის ვინც ქართულ დემოკრატიას და ზოგადად დემოკრატიის პრინციპებს არღვევს. [ძალოვანებიც] მათ შორის ხარებაა ერთ-ერთი, როგორც სიმბოლური ფიგურა.

მე მინდა "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ "მთავარი არხის" ეთერიდან ვუთხრა რომ ძალიან ცოტა დრო არის და გონს მოეგეთ. წადით იქიდან, სადაც ღუპავენ ქვეყანას, სადაც გღუპავენ თქვენ პერსონალურად, თქვენს შვილებს და მომავალ თაობებს. წადით, გაეცალეთ, დრო ჯერ კიდევ არის. ჩამოშორდით ივანიშვილს და "ოცნებას", - განაცხადა გვარამიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა