დაკარგული 24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 5 ივნისის შემდეგ ეძებდნენ, იპოვეს
თელავიდან გაუჩინარებული 24 წლის ახალგაზრდა, ქუთაისში იპოვეს. ინფორმაციას ახალგაზრდა კაცის დედა ადასტურებს.
„დამირეკა, კარგად არის, მადლობა ყველას"- ამბობს დედა.
ჯერჯერობით უცნობია დეტალები, რატომ აღმოჩნდა ახალგაზრდა ქუთაისში. ოჯახის წევრები და ახლობლები 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახლიბლებთან ერთად, ძებნის სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.