„საოცარია, რასაც ვხედავ“ - ლელა კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება ქვეყნდება
სოციალურ ქსელში ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ვრცელდება, რომელიც აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნებს უკავშირდება.
2007 წელი, 17 თებერვალი
მომავალში ამერიკელი ქალი-პრეზიდენტი ძალიან ფიცხია და კაპასი. სანდომიანი, სიკეთით სავსე იერი აქვს, მაგრამ შინაგანად, მტრის კარს!
შეუპოვარია, შეცდომებს არავის პატიობს და უკან არ იხევს. ვხედავ, იგი მუსლიმების რისხვაა მომავალში. რაც ბუშმა დაიწყო, ქალი-პრეზიდენტი ძალიან ელეგანტურად და მომხიბვლელად, მაგრამ სასტიკად დაამთავრებს მუსლიმებთან დიდ პოლიტიკურ თამაშს. ასეთი რამ დემოკრატებს არ ახსოვთ.
ქალი-პრეზიდენტი ყოველთვის გამოძვრება ურთულესი მდგომარეობიდან, ოსტატურად მოიხმარს ქალურ ვითომდა სისუსტეებს.
საოცარია, რასაც ვხედავ. ამერიკა კრიზისიდან ძვრება ქალის ჭკუის მეშვეობით. სანამ აღმოსავლეთი აზრზე მოვა, ანუ მუსლიმები, ყველაფერი დამთავრდება ქალი-პრეზიდენტის გამარჯვებით. იგი ისე დაარტყამს ირანს, რომ მათ ბუში მოენატრებათ.
ქალ-პრეზიდენტს ოჯახის წევრი გარდაეცვლება და ეს მას ძალიან მოტეხს. ჩამოწვება დიდი სიჩუმე, მაგრამ იგი სწრაფად წამოდგება ფეხზე და იქნება ძალიან დაუნდობელი.
ამერიკის ქალღმერთი – თავისუფლების ქანდაკება, გაშავდება... რატომ?...
2008 წელი, 20 იანვარი
ამერიკაში არჩევნებში ქალი იმარჯვებს. ამერიკელებს ქალი-პრეზიდენტი არ მოსწონთ, „იმიტომ, რომ ქალია“. ასე ხსნის ხალხი, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც მიემხრობა ქალ-პრეზიდენტს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის – ქმრის იმედი აქვს... ვხედავ, როგორ უჯერებს მეუღლის რჩევებს ქალბატონი პრეზიდენტი.
2013 წელი, 24 მარტი
მომავალში აშშ პრეზიდენტობაზე კენჭს ისევ ქალი იყრის და პრეზიდენტად აუცილებლად მოვა ქალი.
ქალი უფრო ძლიერია, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებები ექნება.
2021 წელი, 18 სექტემბერი
ისევ ვხედავ, მომავალში ამერიკაში პრეზიდენტად მოდის ქალი — ათ კაცს რომ აჯობებს, ისეთი.