"დავხვდეთ კობახიძეს" - თსუ-სთან, 8 ივნისს, 09:00 საათზე, აქცია დაანონსდა
"დავხვდეთ კობახიძეს" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის წინ, 8 ივნისს, 09:00 საათზე, საპროტესტო აქცია დაანონსდა.
"შაბათს, დილის 9 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ის II კორპუსის წინ, სადაც მოსვლას აპირებს პრემიერად წოდებული მხდალი კაცი.
“ლექტორი”, რომლის ლექციებსაც ფაქტობრივად მხოლოდ მის მიერ მიყვანილი პარტიის ახალგაზრდული ესწრება და “კაცი”, რომელიც უნივერსიტეტში მუდმივად ზონდერებით დადის, მათი მეშვეობით ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმებს აწყობს აკადემიურ სივრცეში კრიტიკულად განწყობილი სტუდენტების მიმართ. “პრემიერი”, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საქართველოს რუსეთიზაციისა და დეევროპიზაციის პოლიტიკის, სასტიკი დარბევების, ტერორის და რეპრესიების.
მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ყველა - არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თუ არა სტუდენტი. ეს პროტესტი ყველა თაობისაა. მიუხედავად ადრიანი დილისა, ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, პროტესტი გამოხატო ამ სუბიექტის პირისპირ, რადგან უნივერსიტეტში შესვლა შენობის წინა, ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან უწევს.
გელოდებით ყველას შესაბამისი სააქციო ატრიბუტიკით.
წინა შემთხვევები, როცა ტიტუშკების საშუალებით შეძლო გასწორებოდა ჩვენს თანამებრძოლებს, აჩვენებს ჩვენი სიმრავლის მნიშვნელობას! ამიტომ გელოდებით ყველას!" - წერენ აქციის ორგანიზატორები.