საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა - ევრო 2024
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიულ შეკრებაზე სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ფრანგულ „მეცთან“ ერთად საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, ეროვნულ გუნდს გაინბერგში გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. 6 ივნისს საწვრთნელ პროცესში 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, საბა კვირკველია გუნდთან ერთად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
ამხანაგური მატჩი
9 ივნისი, 22:45 | მონტენეგრო – საქართველო
ევრო 2024
18 ივნისი, 20:00 | თურქეთი – საქართველო
22 ივნისი, 17:00 | საქართველო – ჩეხეთი
26 ივნისი, 23:00 | საქართველო – პორტუგალია