რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვამ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის 28 დრონი გაანადგურა
რუსეთის საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა ყირიმში, აზოვის ზღვის თავზე, კრასნოდარის მხარეში, ბელგოროდისა და როსტოვის ოლქებში 28 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
სამინისტროს მტკიცებით, წუხელ კიევის რეჟიმი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით „ტერორისტულ თავდასხმებს“ ცდილობდა.
„საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს 11 უპილოტო საფრენი აპარატი ყირიმის ნახევარკუნძულზე, 8 უპილოტო საფრენი აპარატი აზოვის ზღვის თავზე, 6 უპილოტო საფრენი აპარატი კრასნოდარის ოლქის ტერიტორიაზე, 2 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.