თბილისის მერიამ ახალი ავტობუსები იყიდა
თბილისის მერიამ, EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, შეისყიდა MAN-ის მარკის 144, ხოლო BMC-ის მარკის 226 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი.
მუნიციპალური ავტობუსების ჩანაცვლების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მოძველებული ავტობუსების, თანამედროვე, კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით დაკომპლექტებას, 2016 წლიდან დაიწყო.
დღეის მდგომარეობით მუნიციპალური ავტობუსების პარკი სრულად განახლებულია.