თეგებით ძიება

ერთი სანქცია არ ყოფილა მაშინ, როცა მართლაც სისხლიანი რეჟიმი იყო საქართველოში და დღეს რაღაც აბსურდული მიზეზი მოიგონეს სანქციებისთვის - დაჩი ბერაია

გამჭვირვალობის ამ ადამიანებს არა მარტო საქართველოში, ამერიკაშიც ეშინიათ, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დაჩი ბერაია ამერიკის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას.

ბერაიას თქმით, ამერიკამ საქართველოს პარლამენტის წევრები კანონის მიღების გამო პირდაპირ ვერ დაასანქცირა და ამიტომ რაღაც გამოგონილი მიზეზით შემოიღეს ეს შეზღუდვები.

„გამჭვირვალობის კანონის გამო ამერიკამ, გაუმჭვირვალედ დაასანქცირა ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები. ანუ, რასთან გვაქვს საქმე - გამჭვირვალობის ამ ადამიანებს არა მარტო საქართველოში, ამერიკაშიც ეშინიათ. რას ნიშნავს ეს, სახელს და გვარებს არ დავასახელებთ, მათაც არ შევატყობინებთ?!

ჩემთვის ყველაზე გასაოცარი იყო ის ამბავი, რომ თუ კონფიდენციალურობის დაცვა იყო და მოსამართლეების შემთხვევაში შეიძლებოდა სახელებისა და გვარების დასახელება, თუმცა არ თქვეს მიზეზი, ახლა პირიქით, რაღაც აბსურდული მიზეზი მოიგონეს და არ დაასახელეს სახელები და გვარები. ეს დააბრალეს კონფიდენციალურობას და გასაკვირია ეს კამპანია. ჩემთვის ამოუხსნელია ეს ფენომენი.

არც ერთი შეშფოთება, არც ერთი სანქცია არ ყოფილა მაშინ, როცა მართლაც სისხლიანი რეჟიმი იყო საქართველოში და დღეს რაღაც აბსურდული მიზეზი მოიგონეს სანქციებისთვის. ეს ალბათ დაკავშირებულია იმასთან, რომ დეპუტატები კენჭისყრისთვის და მხარდაჭერისთვის ვერ დაასანქცირეს და ვერ დაუწესეს შეზღუდვები და მოუგონეს რაღაც აბსურდული მიზეზები, სხვა ახსნა ამას არ აქვს," - განაცხადა დაჩი ბერაიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა