თეგებით ძიება

"84+"-ებო, ახლა ყურადღებით მომისმინეთ... თქვენ გაქვთ მხოლოდ ორი პერსპექტივა..." - გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში დეპუტატებს მიმართავს.

"ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ მომავალ ხელისუფლებაში ისევ ეს ხალხია და გავიაზროთ, რა მოხდება:

ჩვენ ხელისუფლებაში გვეყოლება სანქცირებული ადამიანები, რომელთაც შეზღუდული აქვთ ცივილიზებულ სამყაროში გადაადგილების უფლება, ანუ იქ, სადაც "ღირსებით" მიდიან და შეეძლებათ მხოლოდ მოსკოვის და პეკინის მიმართულებით მოძრაობა.

ეს ნიშნავს, რომ ვერ შედგება ვერც ერთი დელეგაცია საერთაშორისო ფორუმებსა და შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.

ასე რომ, "84+"-ებო, ახლა ყურადღებით მომისმინეთ - თქვენ გაქვთ ორი და მხოლოდ ორი პერსპექტივა:

1. კარგ შემთხვევაში - ბიძინას გადაწყვეტილი აქვს სამომავლოდ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება და რადგან ეს თქვენი ხელით შეუძლებელი იქნება, თქვენ აგკიდოთ ახლა მთელი ნაგავი და "ღირსეულად" ჩაგრეცხოთ.

2. ცუდ შემთხვევაში - რუსეთის იმპერიაში გვაბრუნებს და ზუსტად შეზღუდული ხალხი სჭირდება, რომელთაც მხოლოდ მოსკოვის მიმართულებით შეეძლებათ "მოღალატის ღირსებით" გადაადგილება და რუბლებში ანგარიშსწორება.

ცოტას თუ იფიქრებთ, მიხვდებით, რომ სხვა სცენარი არ არსებობს და თავს უშველით, სანამ კიდევ გაქვთ საათები, არაუმეტეს დღეები…" - წერს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა