ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ რუსეთში ჯაშუშობაში ბრალდებული საფრანგეთის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ფლობს და მის დახმარებას ცდილობს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ რუსეთში ჯაშუშობაში ბრალდებული საფრანგეთის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ფლობს და ცდილობს მის დახმარებას:
"ეს არის ჩვენი მოქალაქე, რომელიც მუშაობს შვეიცარიულ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელსაც აფინანსებს გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი და ის დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა," – განაცხადა მაკრონმა.
მედიაში 7 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში საფრანგეთის მოქალაქე სამხედრო ხასიათის ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით დააკავეს.