თეგებით ძიება

"კატასტროფულად სამარცხვინოა" - გიგა ბოკერია "ოცნების" ანტიდასავლურ კამპანიაზე

საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკას "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია "სამარცხვინოს" უწოდებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ის ფაქტი, რომ კობახიძემ ევროკომისარი ვარჰეი მისი ლიკვიდაციით დაემუქრა, აბსურდული ად კატასტროფულად სამარცხვინოა.  

ევროკავშირის ელჩი, ბუნებრივია, დიპლომატიურ ენაზე საუბრობს. ეს არის უზრმაზარი სირცხვილი. ხომ უზარმაზარი ზიანი მოაქვთ და თან სირცხვილია, რომ ასეთი განცხადებები ისმის საქართველოს ხელისუფლებისგან, ეს ბოდვა, რომ ემუქრებოდნენ მკვლელობით პრემიერ-მინისტრს თურმე საქართველოსი. თან ემუქრებოდა მისი მოკავშირე ორბანის მთავრობის ნომინირებული ევროკომისარი. უბრალოდ, ამათი სტანდარტითაც კი კატასტროფულად სამარცხვინო ამბავია, - ამბობს გიგა ბოკერია. 

საქართველოს პრემიერი ამტკიცებს, რომ ევროკომისარი ვარჰეი მას ლიკვიდაციით დაემუქრა. ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებებით პრაქტიკულად მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, რომ დაინტერესდნენ მისი  სავარაუდო მკვლელობის  საქმით და დაიწყონ გამოძიება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა