თეგებით ძიება
07. 06. 2024 მსოფლიო

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი ანა პიზონერო ავრცელებს.

ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) დღევანდელ სხდომაზე პოზიტიური ზეპირი შეფასება მისცა უკრაინისა და მოლდოვას ევროინტეგრაციის რეფორმების პროგრესს.

როგორც ევროკომისიის პრესმდივანმა ანა პისონერომ განაცხადა, კიევმა შეასრულა აუცილებელი კრიტერიუმები ანტიკორუფციის, პოლიტიკურ ლობირებაზე კონტროლის, თანამდებობის პირების გამჭვირვალობის და ეროვნული უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფის სფეროში, რაც რეკომენდებული იყო ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების ანგარიშით.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ორივე ქვეყანამ ყველა ნაბიჯი შეასრულა. ახლა გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებზეა — მათ ევალებათ მიიღონ გაწევრიანების ჩარჩო და საბჭოს თავმჯდომარეობის გადასაწყვეტია, მოიწვიოს სამთავრობოთაშორისი კონფერენცია, მოლაპარაკებების ფორმალურად დასაწყებად“, - განაცხადა ანა პისონერომ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა