სიას არ აქვეყნებენ. ეგ იმას ნიშნავს, რომ ყველა დასანქცირებულია - ნიკა გვარამია
პარრტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„სინამდვილეში, ყველაზე მაგარი ამბავი ისაა, რომ სიას არ აქვეყნებენ. ეგ, ეფექტურად, იმას ნიშნავს, რომ ყველა დასანქცირებულია. აბა, ვის წარმოუდგენია, რომ რომელიღაც ალუდა ღუდუშაურმა ბილეთი იყიდოს, 15 საათი იფრინოს და არ იცოდეს, საზღვარზე გაატარებენ თუ არა და კენედის აეროპორტში აღმოაჩინოს, რომ უკან უნდა გამობუნძულდეს?“ - წერს გვარამია.
ცნობისთვის, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.