თსუ-სთან სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ (ვიდეო)
სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, 21 წლის ნიკო მანაგაძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
"ოცნების 20 ლარიანი ტიტუშკები თავს დაესხნენ სტუდენტ ნიკო მანაგაძეს", - ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცნობილია, რომ შემთხვევა ვაკეში, თსუ-ს პირველ კორპუსთან მოხდა.