„ მოვიდა მეორე, მესამე, მე უკვე ალყაში ვიყავი, არც მახსოვს, რამდენნი იყვნენ“ - ნიკო მანაგაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს (ვიდეო)
სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, 21 წლის ნიკო მანაგაძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც თავად ნიკო მანაგაძემ აღნიშნა, მას თავს რამდენიმე ადამიანი დასხა და თავის არეში გამიზნულად ურტყამდნენ.
გამოვდიოდი თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან და ამ დროს ზებრასთან შეგვხვდნენ, გზაზე გადმოვდიოდი, ავტობუსის გაჩერებისკენ და უკნიდან ვიგრძენი რაღაცნაირად ჩარტყმა... არც დამინახავს, მერე მეც შევუბრუნე ხელი. ჩანთა დაუვარდა და ის ჩანთაც ავიღე და ვცდილობდი ეგრე თავდაცვას. მერე მოვიდა მეორე, მესამე, მე უკვე ალყაში ვიყავი, არც მახსოვს, რამდენნი იყვნენ... მინიმუმ სამი იყო, რაც დავინახე, შეიძლება ოთხიც იმიტომ რომ უკვე ბოლოს... ორი ნამდვილად არ იყო და ბოლოს ვერ დავინახე, რამდენი იყო. არ დამინახავს არაფერი... სახეზეც კი არ მახსოვს ეგ ხალხი, - ამბობს მანაგაძე.