არ მგონია, ოდესმე საქმე ბირთვულ ომამდე მივიდეს - პუტინი
ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, არ ფიქრობს, რომ საქმე ბირთვულ ომამდე მივა, რადგან მისივე თქმით, მოსკოვი ბითვული იარაღის გარეშეც მნიშვნელოვნად აღემატება მოწინააღმდეგეს.
„ამიტომ, აუცილებლობა არ გვაქვს, ამ თემაზე ვიფიქროთ. თუმცა, მე მაინც ვთვლი, რომ საქმე აქამდე არასდროს მივა და ჩვენ არ ვდგავართ ასეთი აუცილებლობის წინაშე“, - განაცხადა პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.