თეგებით ძიება

ბოდბის დედათა მონასტერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ბოდბის დედათა მონასტერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„გულისტკივილით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა თამარ ჩაჩიბაია. თამარი არ იყო მონაზვნად აღკვეცილი, მაგრამ მთელი ცხოვრება ეკლესიას მიუძღვნა. ის დიდი ხანი იტანჯებოდა უკურნებელი სენით, რასაც მხნედ და უდრტვინველად იტანდა. მისი ცხოვრების წესი, სიყვარული ღმერთისა და ადამიანების მიმართ იმედს გვაძლევს, რომ უფალი მას წმინდა დედათა შორის მიუჩენს ადგილს! ყველაფერთან ერთად თამარი არაჩვეულებრივ საგალობლებს და სიმღერებს წერდა, რომელთა შორის ყველასთვის ცნობილია “ წმინდა ხარ”, “იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო” , “რათა შევიწყნაროთ” წმ ნინოს, წმ გიორგის და წმ ბარბარეს ტროპრები და სხვა გამორჩეული საგალობლები. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უკვდავი სული! ის თავისივე თხოვნის თანახმად დაკრძალული იქნება ბოდბის დედათა მონასტრის სასაფლაოზე“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა