თეგებით ძიება

პუტინი რუსეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლას არ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ გამორიცხა, რომ რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილება შევიდეს. ამის შესახებ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება და რუსეთს შეუძლია ბირთვული ცდების ჩატარება, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოქმედი ბირთვული დოქტრინის მიხედვით, რუსეთს ატომური იარაღის გამოყენება მისი სუვერენიტეტისთვის საფრთხის დროს შეუძლია.

რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში წერია, რომ ასეთი იარაღის გამოყენება შეიძლება მოხდეს მისი ან მოკავშირეების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების შეტევის დაწყების შესახებ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ასევე ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთზე ჩვეულებრივი იარაღით თავდასხმის დროსაც არის შესაძლებელი, თუ ის თავად სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს უქმნის. ასევე ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთის კრიტიკულ სამხედრო და სახელმწიფო ობიექტებზე შეტევის დროს შეიძლება მოხდეს, რადგანაც ამ შეტევების შედეგად რუსული ბირთვული ძალების საპასუხო დარტყმა შეიძლება ჩაიშალოს.

პუტინის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს სარაკეტო იერიშის წინასწარ გაფრთხილების ძალზე განვითარებული სისტემები აქვთ, მაგრამ რუსეთს ბევრად მეტი ბირთვული იარაღი აქვს, ვიდრე აშშ-ს. „ევროპა ამ მიმართულებით ყველაზე დაუცველია“. - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა