ჩრდილოეთ ოსეთის შემდეგ, დრონით იერიში დაღესტანზეც პირველად მიიტანეს
მას შემდეგ, რაც 8 ივნისის გამთენიისას უკრაინული დრონების სამიზნე ჩრდილოეთ ოსეთი გახდა, რამდენიმე საათის შემდეგ დრონმა პირველად მიიტანა იერიში დაღესტანზეც.
რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ისმის, როგორ ესვრიან უპილოტო საფრენ აპარატს, შემდეგ ჩანს დრონის ჩამოვარდნა და აფეთქებაც.
როგორც რუსული ტელეგრამ-არხი Mash-ი წერს, წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი ნოღაის რაიონში, ნავთობმომპოვებელ ობიექტთან ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
აქამდე, გამთენიისას უკრაინული დრონების სამიზნე გახდა ჩრდილოეთ ოსეთი. როგორც რეგიონის მეთაური ამბობდა, სამიზნე იყო მოზდოკის სამხედრო აეროდრომი, საიდანაც ფრინდებიან რუსული ავიაგამანადგურებლები და ბომბდამშენები, რომლებსაც უკრაინაზე იერიშები მიაქვთ.
წყარო: ტაბულა