თეგებით ძიება

რუსეთთან სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე ვმუშაობთ - ასლან ბჟანია

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი მდინარე ფსოუზე გამშვებ პუნქტზე კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ.

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.

როგორც ბჟანია ამბობს, მდინარე ფსოუზე ძველი საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

„ეს გაამარტივებს ქვეყნებს შორის საზღვრის გადაკვეთას. მაგრამ, დროთა განმავლობაში ველოდები, რომ ჩვენ მივალთ ურთიერთობების ისეთ ეტაპამდე, როდესაც გამშვები პუნქტი საჭირო არ იქნება. საზღვარი იქნება, მაგრამ საგუშაგო საჭირო აღარ იქნება“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა