ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-10 ივნისს დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).