თეგებით ძიება
09. 06. 2024 მსოფლიო

დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდამსხმელს სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

~პარასკევს კოპენჰაგენის ცენტრში დანიის პრემიერს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან მცირე დაზიანება მიიღო და შაბათისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც მეტე ფრედერიკსენმა მონაწილეობა მიიღო სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო ღონისძიებაში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.

მამაკაცს, რომელიც მეტე ფრედერიქსენს დაესხა თავს, 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ „როიტერი“ დანიის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

პროკურორი თავისუფლების 26-დღიან აღკვეთას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ სასჯელის ვადად 12 დღე განსაზღვრა.

გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის თავდამსხმელი პოლონელია, დანიაში 2019 წლიდან ცხოვრობს, თავდასხმის მომენტში კი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა და ბრალს არ აღიარებს.

მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმა კოპენჰაგენის ცენტრში მოხდა. მამაკაცი პრემიერს მიუახლოვდა და დაარტყა. დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ მთავრობის ხელმძღვანელს მცირე ჭრილობა აქვს და მომხდარით შოკირებულია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა