ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით მიმდინდინარეობს: 34 დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი - მაჟორიტარული ოლქებიდან.
17 საარჩევნო ოლქში 73 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის მოსკოვსა და ვლადიკავკაზში.
არჩევნებში მონაწილეობს შვიდი პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“ და 111 მაჟორიტარი კანდიდატი.
„არჩევნებისთვის“, საერთო ჯამში, 40 000 „ბიულეტენი“ დაიბეჭდა. „საარჩევნო უბნები“ 20:00 საათზე დაიხურება.