რუსეთმა ხარკოვის ოკუპაცია ვერ შეძლო, ვზღუდავთ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს - ზელენსკი
ხარკოვის ოკუპაცია ვერ მოხდა. რუსეთის გეგმა ჩავარდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი იტყობინება, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ფრონტზე დაწინაურდნენ.
ახლა ჩვენ მაქსიმალურად ვზღუდავთ მათ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს, რომლებიც შემოდიან ჩვენს მიწაზე და ატერორებენ ხარკოვის რეგიონს. მიმართულება გაძლიერებულია და კიდევ უფრო გაძლიერდება, - ამბობს ზელენსკი.