ჩვენ მკაცრად აღვკვეთთ ლგბტ პროპაგანდის ყველანაირ მცდელობას - ბექა ოდიშარია
ადამიანის უფლებები იქნება დაცული უმაღლესი სტანდარტით, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ და მკაცრად აღვკვეთთ პროპაგანდის ყველანაირ მცდელობას, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას.
„ეს კანონი ცდილობს, რომ რამენაირად დაიცვას მცირეწლოვანთა უფლებები, ოჯახური სიწმინდე და ღირებულებები. რომელთან აქვს წინააღმდეგობა და ვის? ძალიან დიდი ფინანსური ნაკადები მიემართება საქართველოში სხვადასხვა შეფარული სათაურებით სწორედ ლგბტ პროპაგანდისთვის. მათ ორიენტაციას არავინ არ ეხება, ჩვენ მორალური პოლიციის შექმნას არც ხელისუფლების და არც საზოგადოებრივ დონეზე არ დავუშვებთ. ადამიანის უფლებები იქნება დაცული უმაღლესი სტანდარტით, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ და მკაცრად აღვკვეთთ პროპაგანდის ყველანაირ მცდელობას“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტი ხვალ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება შემდეგ კი საკითხის საკომიტეტო განხილვები დაიწყება.