“ერთი თვე გავიდა და ისევ არ ვიცი სად ხარ დე“ - ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს
თვეზე მეტია, ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს ეძებს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ცოლი სალომე ქურასბედიანი და დედა ინგა ფერაძე ავრცელებენ.
როგორც ცნობილია, მამაკაცი 25 აპრილიდან არავის უნახავს.
“ერთი თვე გავიდა და ისევ არ ვიცი სად ხარ დე... , გთხოვ შემიბრალე..
თუ ვინმემ რამე იცით ჩემი შვილის Tornike Dalaqishvili შესახებ გთხოვთ, დამირეკეთ 577748538,“ - წერს ახალგაზრდა მამაკაცის დედა ინგა ფერაძე Facebook-ზე.